მყინვარწვერზე ჩეხი მთამსვლელი გოგო დაიღუპა

ყაზბეგში, მყინვარწვერზე ჩეხი ტურისტი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მყინვარწვერის ნაპრალში ორი გოგონა ჩავარდა. ტურისტები საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ამოიყვანეს და ვერტმფრენის საშუალებით თბილისში გადმოჰყავდათ.
ერთ-ერთ მათგანს თავის არეში მძიმე დაზიანებები ჰქონდა. როგორც „კვირას“ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში განუცხადეს, ახალგაზრდა გოგონა კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ჩეხი მთამსვლელი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები