ბორჯომში გაჩენილმა ხანძარმა 1 ჰექტარი ნაძვნარი გაანადგურა

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე, სოფელ დვირის მიმდებარედ, გუშინ გაჩენილმა ხანძარმა 4-5 ჰექტარი ფართობი გაანადგურა.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებაში წერია, ხანძრის შედეგად დაზიანდა ბუჩქნარი, მოზარდ-აღმონაცენი და დაიწვა 1 ჰექტრამდე ნაძვნარი კორომი.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელშიც შედიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სამაშველო სამსახურისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები