ვალეში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო – გამშვები პუნქტის „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატების ქვეყანაში კანონსაწინააღმდეგოდ შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, მათ 44 აბი კოდამოლი და კოდეინი (CO-CODAMOL, PARACETAMOL CODEINE) აღმოაჩინეს.
შემდგომი რეაგირების მიზნით გამოვლენილი ფაქტების შესახებ მასალები საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები