ბორჯომში, მდინარე მტკვარში 33 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბორჯომში, მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.
გარდაცვლილი მამაკაცი 33 წლისაა, აღნიშნული შემთხვევა კი რამდენიმე დღის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მტკვარში სამი პიროვნება ნავით ეშვებოდა, რა დროსაც, ნავი ამოტრიალდა და სამივე მათგანი წყალში ჩავარდა. ორმა წყლიდან ამოსვლა მოახერხა, ხოლო მესამე, რომელსაც დამცავი ჟილეტი არ ეცვა, დაიკარგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები