გურიაში პოლიციის მანქანა გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომობილი გაჩერებულ ავტომანქანას დაეჯახა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა და არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები