დღეს ანდრო ბარნოვის სასამართლო პროცესი გაიმართება
გორის რაიონულ სასამართლოში დღეს ანდრო ბარნოვის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 13:00 საათისთვისაა ჩანიშული. საქმე ეხება სოფელ ხურვალეთთან 16 ივლისს მომხდარ ინციდენტს, რომელზეც გამოძიება სამართალდამცავი ორგანოს ან პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე დაიწყო.
კოდექსის 173-ე მუხლი ჯარიმას 250-დან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია და ის საოკუპაციო ხაზთან ქვეყნის ღირსებას იცავდა. ე.წ. საზღვართან 16 ივლისს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა იქ ჩასულ პირებს მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რა დროსაც ბარნოვსა და პოლიციელს შორის შელაპარაკება მოხდა.
ბარნოვი გასულ კვირას გორის რაიონულ სამმათველოშიც დაიბარეს. სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი უწყებაში გასაუბრების მიზნით იყო დაბარებული.