ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო პირი დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ არეშფერანში, ვლადიმერ ბესთაევი დააკავა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, აუქციონის გამართვამდე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობით უკანონოდ სარგებლობისა და აღნიშნულ საქმიანობაში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 ლარი.
ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.