31 ივლისი
10:30
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გოგი თოფაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რა პრობლემებს შექმნის და რატომ ეწინააღმდეგება უცხო ქვეყნის ლუდსახარში კომპანიის შემოსვლას საქართველოსი; ბიზნესი და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა; სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565
11:00
არასამთავრობო ორგანიზაციის- „პოზიცია“ ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: როგორ იბირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოზარდებს პოლიტიკაში და რა საერთო აქვს ცეზარ ჩოჩელს ენმ-ს ბანაკებთან?! მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23
11:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამისთვის “საჯარო მმართველობა“ საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭების აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრებიან.
11:00
“პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ლაშა ციბაძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში, 1 აგვისტოდან, დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
11:00
“ფრონტლაინ კლუბში” ჩაშლილი სახელმწიფო კონკურსის შესახებ IDFI პრესკონფერენციას გამართავს მისამართი: ასათიანის ქ. №62 საკონტაქტო პირი: უჩა სეთური – 577 773733
11:00
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საჯარო ფორუმს გახსნის. თემა: ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი. საკონტაქტო პირი ვიქტორ ბარამია – 577 222419
11:30
“პირველ პრესკლუბში” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ მახარაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: დავით კობახიძე 593737377
E1
11:30
საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო ბაზებზე ტურის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ესტუმრება.
12:00
“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა: “კონკურენციის საგენტოს დასკვნა ბაზარზე არსებული მდგომარეობის ადეკვატურია”, “რატომ გაათავისუფლა კომპანია სოკარმა 400 – ზე მეტი თანამშრომელი”. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33
12:00
აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან, გამგებლებთან და ფერმერებთან შეხვედრას გამართავენ. თემა: მცხეთა-მთიანეთის რეგიონში აგრარულ სექტორში არსებული პრობლემები. მისამართი: ქ. დუშეთი, კულტურის სახლის სააქტო დარბაზი
12:00
აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან, გამგებლებთან და ფერმერებთან შეხვედრას გამართავენ. თემა: მცხეთა-მთიანეთის რეგიონში აგრარულ სექტორში არსებული პრობლემები. მისამართი: ქ. დუშეთი, კულტურის სახლის სააქტო დარბაზი
12:00
საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.
12:30
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში, რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართება,, რომელსაც მართლმადიდებელი, იუდეველი, მუსლიმი და პროტესტანტული თემის წარმომადგენლები დაესწრებიან.
13:00
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილეებთან, თამაზ მოდებაძესა და თენგიზ აბაზაძესთან შეხვედრას გამართავს.
14:00
სახელმწიფო კანცელარიასთან “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით აქციას გამართავს და პრემიერ მინისტრს წერილობით მიმართავს. საკონტაქტო პირი: ნიკა მემანიშვილი 598 55 54 45; ალექსანდრე კობაიძე 598 54 94 84
14:00
“ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით ხვალ რაგბის ეროვნული ნაკრების ფან შოპი გაიხსნება. მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი №2
14:00
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე და საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი (ADB) ქეით ჯულიანი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ქვესადგური „ხორგას“ მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწრებიან.
E1
14:00
ბათუმში, სასტუმროში “შერატონ ბათუმში” ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” შავი ზღვის მეოთხე ღია თასის გახსნა გაიმართება
14:00
“ომეგა მოტორსში” პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: “მის საქართველო 2015”. საკონტაქტო პირი მაცაცო გულუა 599 98 39 40 მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი
14:30
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ევროპის სოციალისტური პარტიის გენერალურ მდივნს, ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანს, ვიცეპრეზიდენტს და ევროპის ახალგაზრდა სოციალისტების ვიცე-პრეზიდენტს შეხვდება. თემა: ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები, რეგიონში მინდინარე პროცესები. თბილისი, საქართველოს პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
15:00
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ორგანიზებით აქცია გაიმართება.
17:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 107 აუდიტორიაში, საქართველოს სახალხო დამცველი მორიგ საჯარო დებატებს გამართავს, თემაზე: არის თუ არა სახელმწიფო მზად ეკომიგრანტების პრობლემების მოსაგვარებლად.