მოსკოვთან ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს (ვიდეო)

მოსკოვის მახლობლად, კრასნოგორსკის რაიონში ქართველი „კანონიერი ქურდი“, 50 წლის შალვა ჩხენკელი დააკავეს. ის კრიმინალურ სამყაროში „შალვა ხონსკის“ სახელით არის ცნობილი.
გამოცემა „პრაიმ-კრაიმის“ ინფორმაციით, შალვა ჩხენკელი, რომელიც მიმალვაში იყო, 2011 წლიდან მკვლელობისთვის იძებნებოდა. იმავე საქმეზე მის თანამზრახველს, „კანონიერ ქურდს“ იგორ გლაზნევს, მეტსახელად „ვოვა პიტერსკის“ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, 2006 წელს ჩხენკელმა და გლაზნევმა აწამეს მოსკოველი ბიზნესმენები, მამა-შვილი კრუჟალენკოები და მათგან ბიზნესის გადაფორმებას ითხოვდნენ. ცემის შედეგად მიღებული ტრავმების გამო კრუჟალენკო-უფროსი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

11830109_10204380006611878_611981476_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები