სიონში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო თევზჭერის აღკვეთის მიზნით მასშტაბური პრევენციული ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, დეპარტამენტის აღმოსავლეთ – ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებისა და თბილისის სწრაფი რეაგირების ჯგუფის მიერ განხორციელებული პატრულირების შედეგად, სიონის წყალსაცავზე რამდენიმე უკანონო სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
წყლის ზედაპირული დათვალიერებისას ნაპოვნი და ამოღებული იქნა 6 ერთეული 200-300 მეტრი სიგრძის ბადე.
ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს მოქალაქეები, რომლებიც 100 მეტრის სიგრძის ბადით თევზაობდნენ. ამოღებული იქნა უკანონოდ მოპოვებული თევზიც.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები