„სადახლოზე“ ფსიქოტროპული პრეპარატები აღმოაჩინეს
საბაჟო – გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ ფსიქოტროპული პრეპარატები აღმოაჩინეს. საბაჟო – გამშვები პუნქტის „სადახლოს“ ტერიტორიაზე სომხეთიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ლ.ს., რომლის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა 60 აბი ფსიქოტროპული პრეპარატი „DIAZEPAM“ და 20 აბი ფსიქოტროპული პრეპარატი „AZALEPTIN“ აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმე გადაეცა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.