ხაშურის რაიონში მოსახლეობამ გამგეობის კარი ლურსმნებით აჭედა

ხაშურის რაიონში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გამგეობის კარი ლურსმნებით აჭედა. ისინი რაიონში უწყლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების განცხადებით, პრობლემა დიდი ხანია აწუხებთ, თუმცა ბოლო პერიოდში ის ერთადერთი წყაროც დაშრა, რომლიდანაც სოფელი მარაგდებოდა და მოსახლეობას წყლის ზიდვა მეზობელი დასახლებებიდან უწევს.
ადგილობრივების განცხადებით, თვითმმართველობას მათ არაერთხელ მიმართეს და თუკი პრობლემა ახლო მომავალში არ მოგვარდება, ისინი ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას გეგმავენ.
სოფლის რწმუნებულის განცხადებით, ტენდერი წყლის სისტემის მოწყობაზე უკვე გამოცხადებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები