ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ჯარში სუიციდის პრევენციის საკითხზე კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს

გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ჯარში სუიციდის პრევენციის საკითხზე კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს.
სწორედ ამ საკითხზე გამახვილდა ყურადღება თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა დოლიძისა და აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი სიხარულიძის შეხვედრაზე.
ანა დოლიძეს გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და გეგმებზეც ესაუბრნენ.
“ სამომავლო გეგმები ისეთ თემებს მოიცავს, როგორებიცაა: სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური დახმარება, ახალი ფსიქოთერაპიული მეთოდების დანერგვა, ფსიქოლოგიური შერჩევის სისტემის შემდგომი განვითარება, ფსიქოლოგიური სერვისების რეგიონული განვითარება, ფსიქოგანათლება თავდაცვის უწყებაში, არასამთავრობო სექტორთან და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობა და სამეცნიერო კვლევების წარმოება“, -აღნიშნავენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები