„ სოციალურად დაუცველთა ახალი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, დახმარებას, 420 ათასის ნაცვლად, 460 ათასი ბენეფიციარი მიიღებს“

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სოციალურად დაუცველთა მონაცემების ახალი სისტემის შესახებ ისაუბრა.
ხუნდაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ახალი კრიტერიუმების დაწესების შემდეგ სახელმწიფოსგან შემწეობას უფრო ნაკლები მიიღებს, მცდარია. მისი თქმით, მანამდე არსებული კრიტერიუმებით დახმარებას 420 ათასი სოციალურად დაუცველი ღებულობდა, ახალი კრიტერიუმებით კი დახმარებას 460 ათასი ბენეფიციარი მიიღებს.
„ ახალი შეფასებითი კრიტერიუმები „იუნისეფთან“ ერთად შემუშავდა. სიახლეა ის, რომ გრადაციული სისტემაა, ვისაც მეტად სჭირდება დახმარება, ის სახელმწიფოს მხრიდან მეტ დახმარებას ღებულობს, ვისაც შედარებით ნაკლებად აქვს საჭიროება, ის ნაკლებ დახმარებას იღებს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი, გარდა ოჯახისთვის გამოყოფილი დახმარებისა, ბავშვის ყოლის შემთხვევაში, დამატებით თითო ბავშვზე 10 ლარს მიიღებს. შეფასებით კრიტერიუმებს ხარვეზები, როგორც წესი, ახლავს ხოლმე, თუმცა ის განაცხადი, რომ სოციალურ დახმარებას უფრო ნაკლები მიიღებს, არასწორია.
მანამდე არსებული კრიტერიუმებით დახმარებას 420 ათასი სოციალურად დაუცველი ღებულობდა, ახალი კრიტერიუმებით კი დახმარებას 460 ათასი ბენეფიციარი მიიღებს. რაც შეეხება ხარვეზებს, ეს არის ის, რომ ახალმა კრიტერიუმებმა გამოიწვია ის, რომ მარტოხელა პენსიონერთა გამოიწვია ის რომ 3800 მარტოხელა პენსიონერს სტატუსი არ დაუდგინდა და შემწეობა მოეხსნა. მაგრამ არ მიმართულებით კორექტირება იგეგმება და თითოეული მარტოხელა პენსიონერის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება მათი ეკონომიური მდგომარეობა და ის, რომ ის მარტოხელაა და მათ დახმარება აღუდგებათ და შეჩერებული თვეების პერიოდში დაკარგული თანხები ერთიანად დაუბრუნდებათ“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძის განმარტებით, ახალი შეფასებით, კრიტერიუმებში განმსაზღვრელი არ არის ტექნიკა, რომელიც შეჭირვებულ ადამიანებს ოჯახში აქვთ.
„შეიძლება ადამიანს აქვს მაცივარი, მაგრამ შესაძლოა, ამ მაცივარში არაფერი არ ჰქონდეთ. ტექნიკა ქულას არ შეცვლის. შეფასებისას ძირითადი კრიტერიუმები უძრავი ქონება, მათი შემოსავლები, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მათი ჯანმრთელობა იქნება“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები