გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა

ჟურნალისტ გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა. მისი ოჯახის წევრების თქმით, ისინი საქმის შესწავლას პროკურატურისაგან კბილაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში ითხოვდნენ, თუმცა პროკურატურამ საქმის წარმოებაზე უარი განაცხადა.
ოჯახი ხელახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ გიორგი სანაიას მკვლელობისთვის დაკავებული გრიგოლ ხურცილავა ორი წლის წინ, საყოველთაო ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს. გიორგი სანაია 2001 წელს 26 ივლისს საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები