“მოდელი, რომელიც თბილისმა შემოგვთავაზა, მომავლის სახელმძღვანელოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ”

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი და კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ სანჩესი ოლიმპიადისთვის მზადების პროცესს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ქართულმა მხარემ ახალგაზრული ოლიმპიადა უფრო მაღალ საფეხურზე გადაიყვანა.
მათივე თქმით, ქართულმა მხარემ ასევე ოლიმპიადისთვის ყველაფერი დროულად და მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოამზადა.
“დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს სამუშაოები ჩაატარა. პირადად დავათვალიერე ყველაფერი, რაც ამ ფესტივალისთვის იქნა გაკეთებული და ძალიან კმაყოფილი ვარ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ შევმცდარვართ, როცა არჩევანი თბილისის სასარგებლოდ გავაკეთეთ. ქართულმა მხარემ ყველაფერი კარგად გააკეთა, რაც ოლიმპიურ ფესტივალს სულ სხვა დონეზე აიყვანს,” – განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა.
ამავე თემაზე ისაუბრა ოლიმპიური ფესტივალის თავმჯდომარემაც, რომლის განცხადებითაც, ოლიმპიური ფესტივალი და ოლიმპიური მოძრაობა სულ უფრო ვითარდება. როგორც ვიქტორ სანჩესმა აღნიშნა, ის მოდელი, რომელიც თბილისმა შემოგვთავაზა, მომავლის სახელმძღვანელოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები