,,თბილისი 2015’’-ზე სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების კუთხით შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ზრუნავს (ვიდეო)

დღეს მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ ოფიციალურად გაიხსნება.
აღნიშნული ფესტივალის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, 23 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, სხვადასხვა ლოკაციებზე შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით მობილიზებული იქნება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი შემდეგი გეგმის მიხედვით:
ფესტივალის გახსნის ცერემონიალის დამთავრებამდე, მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის 9 ეკიპაჟი;
23 ივლისიდან 2 აგვისტომდე 24 საათიან რეჟიმში, ოლიმპიური სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის 2 ეკიპაჟი;
ოლიმპიადის მიმდინარეობისას, ყოველდღე, დილის 08:00 საათიდან, ვარჯიშისა და შეჯიბრებების დასრულებამდე, „New Tbilisi”-ში (ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) მობილიზებული იქნება, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის 1 ეკიპაჟი;
24 ივლისიდან 2 აგვისტომდე, სპორტის სასახლის მიდებარე ტერიტორიაზე, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის 1 ეკიპაჟი;
28 ივლისს, დილის 09:00 საათიდან შეჯიბრის დამთავრებამდე, ველოსპორტის ვარჯიშის დროს აღმაშენებლის ხეივანზე (დ. აღმაშნებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია), ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის 1 ეკიპაჟი;
30 ივლისს, 09:00 საათიდან, ველოსპორტის ვარჯიშის დამთავრებამდე თბილისის ზღვაზე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის 1 ეკიპაჟი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები