ფოთში ხვალ იუსტიციის სახლი საზეიმოდ გაიხსნება

ფოთში ხვალ იუსტიციის სახლი გრანდიოზული სანახაობითა და კონცერტით საზეიმოდ გაიხსნება. დასრულებული ობიექტი დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ დაათვალიერეს.
საქართველოს მასშტაბით ეს უკვე რიგით მეთოთხმეტე იუსტიციის სახლი იქნება.
ფოთის მერიის ცნობით, ფოთის მოსახლეობას ხვალიდანვე ექნება საშუალება 400-მდე სერვისი მომსახურების უმაღლესი სტანდარტით უმოკლეს დროში მიიღოს.
ხვალ საზეიმო გახნის ცერემონია 20:30 საათზეა ჩანიშნული. ქალაქის ცენტრში დაგეგმილია ჯგუფ “მგზავრების” კონცერტი, რომელსაც გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები