დავით სერგეენკო: სოციალურად მიმართული სუბსიდირება ძალიან მიღებული მეთოდია
სოციალურად მიმართული სუბსიდირება ძალიან მიღებული მეთოდია – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ამ ცვლილებებს ვერ იგრძნობს.
„სოციალურად მიმართული სუბსიდირება ძალიან მიღებული მეთოდია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ ეკონომიკაშიც. რაც შეეხება იმას, ბიუჯეტი გაუძლებს თუ არა, მე ვფიქრობ, რომ უახლოეს საათებში ალბათ დასრულდება საბოლოო შეჯამებები. ჩვენ გუშინაც გვქონდა ამაზე კონსულტაციები იმისათვის, რომ სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ ეს ცვლილებები არანაირი სახით არ იგრძნოს“,- განაცხადა სერგეენკომ.