სოსო ჯაჭვლიანი თანაგუნდელებზე საუბრობს – რისი უნდა რცხვენოდეთ? – მოვიდნენ და გაარკვიონ, რა მოხდა
„ქართული ოცნების“ გუნდის პრობლემა – არაგუნდურობაა’’, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი სოსო ჯაჭვლიანი for.ge-სთან ინტერვიუში და თანაპარტიელების შეცდომებზე საუბრობს.
როგორც ჯაჭვლიანი გამოცემასთან ინტერვიუში განმარტავს, თუ მის თანაპარტიელებს მისი გამონათქვამების რცხვენიათ, თავად მასთან უნდა გაარკვიონ ყველაფერი.
„იცით, მათ რისი უნდა რცხვენოდეთ? – მოვიდნენ და გაარკვიონ, რა მოხდა. ამ გუნდის პრობლემა სწორედ ესაა. ისინი ისე გაგწირავენ… შარშანდელი თოვლივით დაგივიწყებენ. გაიგე? ამ გუნდის პრობლემაც სწორედ ესაა. „ქართული ოცნების“ გუნდის პრობლემა – არაგუნდურობაა. თუ მათ რაიმესი რცხვენიათ, მოვიდნენ, მკითხონ და ავუხსნი, რატომ ვარცხვენ და მათ იმასაც ავუხსნი, ვინ სად გვარცხვენს. ყველანი დამისხდნენ. აქეთ ბოდიში მოიხადონ. მე არავის ვარცხვენ! ყველაზე მაგარი და დიდი – ღირსებაა და ყველა პარტიისა და გაერთიანების დედაც.. თუ გუნდურობაა, გუნდურობა უნდა იყოს და ვინ სად არის შერცხვენილი, დავსხდეთ და ვისაუბროთ. – თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, მომმართოს. სასირცხვო არაფერი მჭირს. სასირცხვო სხვას სჭირს და ყველამ პირი მოკუმოს! სხვის საქმეებში ნუ ერევიან. ჩემი გუნდის ყველა წევრს ვეუბნები, ჩემს საქმეში ნუ ერევიან! ესაა ზუსტად ჩარევა! თუ რაიმე აინტერესებთ, მოვიდნენ და დამელაპარაკონ. ვიტყვი, რომ შევიკრიბოთ და მგონი, იქ გაირკვევა, ვინ ვის არცხვენს. ბევრს თუ იბლატავებენ, მერე ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი. ვინ არის სასირცხვო. ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი პარლამენტის პირველი ცუდი მომენტი რა არის, იცით? – გუნდურობა არ არსებობს. თუკი ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, მოვიდეს, დამელაპარაკოს და იქნებ, ბოდიშსაც ვიხდიდი?!“ – აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი for.ge-სთან ინტერვიუში.