სტიქიის შედეგად ახაშენში დატბორილ ტერიტორიას სამხედროები წმენდენ
სტიქიის შედეგად ახაშენში დატბორილი ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში სამხედროები ჩაერთვნენ.
თელავის მეოცე კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების სოფელში შეყვანის ინიციატივით თავდაცვის სამინისტროს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა მიმართა. სამინისტრომ 100-მდე ჯარისკაცი გამოყო.
როგოც გუბერნატორმა აღნიშნა, იგი სოფლის მოსახლეობას შეჰპირდა, რომ ორ დღეში მთლიანად გაიწმინდებოდა მათი ეზოები, რომელიც ღვარცოფისგან მოტანილი ნაშალისგან დაბინძურდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით მოსული სტიქიის შედეგად სოფელ ახაშენში 40-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა.