„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს

დღეს 13:00 საათიდან, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურის ტელეფონის ნომერი – 114, ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით გაითიშება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი” ავრცელებს.
„აბონენტებს მივმართავთ თხოვნით, საავარიო სიტუაციების შემთხვევაში, აღნიშნული ტელეფონის ამოქმედებამდე, დაუკავშირდეთ კომპანიის „ცხელ ხაზს“: 2-40-40-04“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები