ნოდარ ხადური: ვმუშაობთ, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მომატება მოქალაქეების შემოსავალზე არ აისახოს
ვმუშაობთ იმაზე, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მომატებით გამოწვეული ტვირთი მოქალაქეებს შევუმსუბუქოთ , – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ხადურის თქმით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მომატება მოქალაქეების შემოსავალზე არ აისახოს. “ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მომატებით გამოწვეული ტვირთი, მოქალაქეებს, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველებს, შევუმსუბუქოთ და რომ ეს მათ ჯიბეზე, მათ შემოსავალზე არ აისახოს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში სუბსიდირების საკითხზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ეკონომიკური გუნდი შეკრიბა: ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.