„ღარიბაშვილი საკმაოდ პრინციპული, განათლებული და კარგი ორგანიზატორი გამოდგა“

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრიმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის მოქმედები პრემიერის საქმიანობა დადებითად შეაფასა. როგორც ივანიშვილმა „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა,  ყოფილი პრემიერი მოქმედი გუნდის საქმიანობას თავლყურს ადევნებს.
„ღარიბაშვილი საკმაოდ პრინციპული, განათლებული და კარგი ორგანიზატორი გამოდგა. ჩემთვისაც საინტერესო იყო, ჯერ პოლიციაში აჩვენა და მერე პრემირობის დროს. უნაკლო ადამიანი გინახავთ საერთოდ? ვინც ფიქრობს, რომ ნაკლი არ აქვს, მას ყველაზე დიდი ნაკლი აქვს. არ არსებობს იდეალური ადამიანი, არ არსებობს მოხელე ან პროფესიონალი, რომ საქმის კეთების დროს მას გადაცდომა არ ჰქონდეს, მთავარია სწორი სწორება ჰქონდეს, სწორი დამოკიდებულება ჰქონდეს. რაც დავუტოვე გუნდს, არ მინდა რომ დაირღვეს, ამიტომ ძალიან გაფაციცებით ვადევნებ თვალ-ყურს. პირველ რიგში კანონი უნდა დაიცვან, რაც მეტი აქვს თანამდებობა, მით მეტი მოეთხოვება მას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები