ფოთში კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა დაიწყო
საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების თაობაზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უშუალო მხარდაჭერით, კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
პროგრამის ფარგლებში, როგორც ღია სივრცეების, ასევე დახურული შენობა–ნაგებობების დამუშავებაც, სპეციალური ხსნარებით და საჰაერო მეთოდებით მიმდინარეობს. პროექტის განხორციელებაში ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უშალოდაა ჩართული. მსგავსი მასშტაბის კოღოს საწინააღმდეგო პროექტი ფოთში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველად ხორციელდება.