რაულ ხაჯიმბა თათრეთის რესპუბლიკაში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა დღეს ყაზანში ჩავიდა. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, აეროპორტში მას თათრეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ფარიდ მუხამეტშინი და მთავრობის წევრები შეხვდნენ.
ხაჯიმბას ვიზიტი თათრეთში 2015 წლის 25 ივლისამდე გაგრძელდება. ის თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს რუსტამ მინიხანოვს და მთავრობის წევრებს შეხვდება.
„სპუტნიკის“ ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ოკუპირებულ აფხაზეთსა და თათრეთს შორის „ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება“. ხაჯიმბამ უნდა მოინახულოს მსხვილი საწარმოები, აგროსამრეწველო პარკები, ასევე მაღალი ტექნოლოგიების ტექნოპარკები და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა „ალაბუგა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები