“ჰით ბათუმი 2015”-ის ფარგლებში, ბათუმელი შემსრულებლების კვირეული დღეს სოფო ხალვაშის კონცერტით დასრულდება
“ჰით ბათუმი 2015”-ის ფარგლებში ბათუმელი შემსრულებლების დღეები 14 ივლისს დაიწყო. ბათუმის სტუმრებს ბულვარის კოლონადებთან ადგილობრივმა ჯგუფებმა – “ბლექ სი ბენდმა” და “სი საითიმ”, ლაშა ღლონტმა და ვაჟა ტუღუშმა ბენდთან ერთად უმასპიძნლეს და ყველასთვის საყვარელი ჰიტები შეასრულეს. კოლონადების სცენაზე ასევე წარსდგნენ ვანილა კეიჯი, პიანისტი ლადო ყატაშვილი და ბათუმური კვარტეტი.
კვირეული დღეს, 19 ივლისს, 20:00 საათზე ბულვარის კოლონადებთან სოფო ხალვაშის კონცერტით დასრულდება. როგორც მომღერალი იმედოვნებს, წინ სასიამოვნო საღამო გელით.
„რადგან კონცერტი გამიზნულია ბათუმელებისთვის, მათი სტუმრებისთვის, დამსვენებლებისთვის, ისეთი სიმღერები შევარჩიეთ, რომელიც ყველასთვის ცნობილია და საკმაოდ, კარგადაც იციან. იქნება ცოცხალი მუსიკა. რამდენიმე მუსიკალურ ნომერში საქსაფონიც ჩაერთვება. ისეთი პროგრმა იქნება წარმოდგენილი იმედი მაქვს ყველა მიიღებს მონაწილეობას, ერთად ვიმღერებთ და ერთად გავერთობით“, – აღნიშნავს მომღერალი სოფო ხალვაში.