ცოტნე გამსახურდია ანდრო ბარნოვზე: წიხლი დააჭირე შენზე სუსტს და აულოკე შენზე ძლიერს!

 ე.წ. საზღვართან  ანდრო ბარნოვის დაპირისპირებას ქართველ პოლიციელთან ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც გამსახურდია წერს, სააკაშვილმა  საქართველოს მეხუთედი ჩააბარა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. მისივე თქმით, მაშინ ანდრო ბარნოვს ხმა არ ამოუღია.
„ჩემი თვალით მაქვს წაკითხული 2010 წელს ჟურნალ „გზისათვის” მიცემული ინტერვიუ, სადაც ეს კაცუნა სერიოზულად ამტკიცებს, რომ მოწინააღმდეგე სახელმწიფოზე ეკონომიკური აქტივების მიყიდვა ახლა მსოფლიოში კარგ ტონად ითვლება! გახსოვთ, ოსტაპ ბენდერი რომ ელაჩკა შჩუკინას აბამს? დღეს ევროპისა დაფილადელფიის საუკეთესო სახლებში ჩაის სმა ასეაო მიღებული, აი ეგრე.  სერიოზულად, არ ვხუმრობ. მოიძიეთ, ამის სულელური არგუმენტაციის გახსენება აღარ შემიძლია. სულ ცოტა ხანში „ექსპერტს” ვაზელინობა დაუფასდა და თავდაცვის ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელად დაინიშნა…
ამ ვიდეოშიც ჩანს ამის ფინიასებრი ბუნება: წიხლი დააჭირე შენზე სუსტს და აულოკე შენზე ძლიერს! თავის ჭკუით, დაჩაგრა პოლიციელი… მიშა სააკაშვილმა ერთი დროშა კი არა, საქართველოს მეხუთედი ჩააბარა და თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა, და რაღაც არ მახსოვს, ამას მაშინ ხოტბა-დიდების გარდა ამოსვლოდა პირიდან რამე. მართლა ამაზრზენია”, – წერს გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები