დღეს სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვა გაგრძელდება

დღეს საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვა გაგრძელდება. პროცესზე ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან.
წინა პროცესზე ექსპრემიერის მძღოლმა მისცა ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანია დაცვის გარეშე არ გადაადგილდებოდა. უკვე დაკითხულები არიან ნინო ქადაგიძე-ჟვანია და ექსპრემიერის დაცვის სამსახურის თანამშრომლები.
ბრალდებულ კობა ხარშილაძის და მიხეილ ძაძამიას საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, რომლებმაც ვერდიქტი თვის ბოლოს უნდა გამოიტანონ. პრემიერის დაცვის ყოფილ უფროსსა და დაცვის ყოფილ წევრს სამსახურებრივი გულგრილობისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები