დავით საგანელიძემ ბარნოვის ქმედებას უზრდელობა, თავხედობა და ტაკიმასხარაობა უწოდა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე ანდრო ბარნოვის ე.წ საზღვართან, ქართული დროშების ჩამოხსნის გამო გამოხატულ პროტესტს გამოეხმაურა.

უმრავლესობის დეპუტატი შსს – ს წარმომადგენლებს მიმართავს, რომ სამართალდამცველებმა ანდრო ბარნოვის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ.

მისივე თქმით, ბარნოვი არის ის პიროვნება, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნის ნგრევას ხელს უწყობდა.

„დღეს ვნახე საინფორმაციო გამოშვებებში ანდრო ბარნოვის ტაკიმასახრაობა, მისი უზრდელობა და თავხედობა. წლების განმავლობაში ვიყავი ოპოზიციაში, მაგრამ არასოდეს მიმიცია თავისთვის უფლება, რომ ასეთი შეურაცხყოფები ვიმეს მიმართ მეთქვა. ბარნოვი არის პირი, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნის ნგრევას ხელს უწყობდა და რა უბედურებაც სამაჩაბლოში მოხდა, ამაში ერთერთი თავი ეს პიროვნება იყო მიშინ. მინდა შსს-ს წარმომადგენლებს ვუთხრა, ასეთი სიტყვებით ვინმე ქუჩაში რომ ილანძღებოდეს, ის უნდა დააკვო და იქ წაიყვანო, სადაც წასაყვანია და პასუხი მოსთხოვო. ვინაა ბარნოვი რომ ხელისუფლების პირველ პირებზე საუბრობს. მოვითხოვ, შსს-ს შესაბამის უწყებებს მოთხოვონ ამ ადამიანს პასუხი, იმაზე, რომ მან ასე ღიად და საჯაროდ ქვეყნის პირველ პირებს შეურაცხყოფა მიაყენა“, – განაცხადა საგანელიძემ.
ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე ანდრო ბარნოვი ჩავიდა და საოკუპაციო ხაზთან ქართულ პოლიციას სიტუაციის კონტროლი მოსთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები