დონალდ ტუსკი საქართველოს 20 ივლისს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 20 ივლისს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. “ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, რის შემდეგაც საქართველოს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდება. დონალდ ტუსკი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის მეორე დღეს საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, პრეზიდენტის სასახლეში, ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტს სიტყვით მიმართავენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 21 ივლისს დასრულდება. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 14-16 ივლისს იყო დაგეგმილი და საბერძნეთის კრიზისის გამო გადაიდო”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები