მეჭიაური ქადაგიძეზე: პირისგან, რომელმაც 75 ათასი ლარის პრემია მიიღო, შენიშვნები მიუღებელია
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძისგან შენიშვნებს არ მიიღებს.
მეჭიაურის თქმით, პირისგან, რომელსაც წლიურ შემოსავალი ხელფასის სახით 150 ათასი ლარი აქვს, სახელმწიფო აპარატის სიდიდესა და ბიუროკრატიაზე საუბარი მიუღებელია.
“იმ პირისგან, რომელმაც ასეთი მაღალი სახელფასო შემოსავლის პარალელურად ყოფილი პრეზიდენტისგან თანამდებობიდან წასვლამდე 75 ათასი ლარის პრემია მიიღო, შენიშვნები მიუღებელია”, – ამბობს თამაზ მეჭიაური.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს 2015 წლის კორექტირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს და მიიჩნევს, რომ ქვეყანას უფრო დიდი და მდიდარი სახელმწიფო აპარატი და ბიუროკრატია აქვს, ვიდრე მის ეკონომიკას შეუძლია აიტანოს.