პაატა ზაქარეიშვილი: ჩვენი მთავარი გამოწვევა მცოცავი ოკუპაციისგან დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვაა

არ ვკარგავთ ახალ სოფლებს და არ გვეღუპება ადამიანები, მაგრამ გვყავს მოსახლეობა, რომელიც რუსულმა პროვოკაციამ დააზარალა, ეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა “მოამბეში” ჩართვისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება დაეხმარება იმ სოფლების მოსახლეობას, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციებმა დააზარალა.

“ყველაზე სერიოზული გამოწვევა, რაც ჩვენ გვრჩება ჯერ კიდევ მოუგვარებელი, იმ ფონზე, როცა ადამიანები არ გვეღუპება, დევნილები არ გვყავს და ახალ ქალაქებსა და სოფლებს არ ვკარგავთ, პრაქტიკულად დაგვრჩა სწორედ გამყოფი ხაზის გასწვრივ გაყოლებული საინჟინრო ნაგებობებით დაზარალებული საქართველოს მოქალაქეები, მოსახლეობა და პირველ რიგში ჩვენი ამოცანაა, რომ მათი ზარალი იყოს მინიმალური, ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მათ თუ აქვთ დაკანონებული ეს მიწები, დავეხმაროთ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ძალიან ცოტა ადამიანს აქვს დაკანონებული ეს მიწები და ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა, რასაც ყოველთვის ვაწყდებით”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები