ანრი ჯოხაძე: როგორც იქნა დავაღწიე თავი იმ საშინელებას…
„დომოდედოვოს“ საერთაშორისო აეროპორტში რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული ანრი ჯოხაძე გათავისუფლებულია, – ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
“როგორც იქნა დავაღწიე თავი იმ საშინელებას … დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემს დახმარებას ცდილობდა და თუნდაც ორი სიტყვით მამხნევებდა… ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის ადამიანებო, მტერსაც არ ვუსურვებ იმ სტრესის გადატანას რაც დღეს მომიწია! ” – წერს ანრი ჯოხაძე.