გიგლა აგულაშვილი ბოლნისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნინული, მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბოლნისის გამგეობის დარბაზში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.

„14:00 საათზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბოლნისის გამგეობის დარბაზში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. შეხვედრას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები და RMG -ის წარმომადგენლები დაესწრებიან. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ყველა დაინტერესებულ პირს ვიწვევთ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. მისამართი: ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N 106“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები