ქართველი ჟურნალისტები საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციას გამართავენ
ქართველი ჟურნალისტები საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია ფეისბუქში დაანონსდა.
ქართული მედიის წარმომადგენლები, ხვალ, 14 ივლისს, 9:30 საათზე, სასტუმრო „რედისონის” მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან.
შეგახსენებთ, ანალოგიური აქცია, 2013 წლის 28 სექტემბერსაც გაიმართა, რა დროსაც ქართველმა ჟურნალისტებმა ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და რუსული ოკუპაცია ტრანსფარანტებით გააპროტესტეს.
რუსმა ოკუპანტებმა, ე.წ საზღვარი გორის რაიონში დაახლოებით ერთი კილომეტრით გადმოწიეს.