GRASS – Georgia’s Reforms Associates-ის პუბლიკაციების პრეზენტაცია გაიმართება
დღეს, 18:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS – Georgia’s Reforms Associates-ის პუბლიკაციების პრეზენტაცია გაიმართება. წიგნებს – „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები“ და „აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითები“ საზოგადოებას GRASS-ის (საქართველოს რეფორმების ასოციაცია) პროექტების მენეჯერი დენოლა ჩხარტიშვილი გააცნობს. ღონისძიების ფარგლებში სხვა პუბლიკაციების გამოფენაც იგეგმება.