დაკავებული ანრი ჯოხაძე “კვირასთან” პირველ კომენტარს აკეთებს – ჯარიმის გადახდის შემთხვევაშიც არ მიშვებენ

მომღერალი ანრი ჯოხაძე მოსკოვში, „დომოდედოვის“ აეროპორტის საჯარიმო განყოფილებაშია მოთავსებული, – ამის შესახებ „კვირას“ თავად ანრი ჯოხაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, იგი აეროპორტის მესაზღვრეებმა ვიზის უქონლობის გამო დააკავეს.

ანრი ჯოხაძის ინფორმაციით, იგი საქართველოში მოსკოვი – თბილისის რეისით დღის 13.00 საათზე უნდა გამოფრენილიყო.

„თბილისში მოვფრინავდი, მინსკიდან მოსკოვში ტრანზიტი უნდა გამევლო და საერთოდ გარეთ აღმოვჩნდი. მარტო ვარ. საჯარიმო განყოფილებაში ვარ, ჯარიმის გადახდის შემთხვევაშიც არ მიშვებენ, საშინლად განერვიულებული ვარ. ვის მივმართო დახმარებისთვის, ისიც კი არ ვიცი“, – აცხადებს ანრი ჯოხაძე „კვირასთან“ საუბრისას.

„კვირა“ ანრი ჯოხაძის დაკავებასთან დაგავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყება მომღერლის დახმარებას შეეცდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები