ამერიკელ მუსიკოსთა ქართული ფოლკლორის კონცერტი გაიმართება

14 ივლისს, 17:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ამერიკელ მუსიკოსთა ქართული ფოლკლორის კონცერტი, კარლ ლინიქის ხელმძღვანელობით გაიმართება. საქართველოში სტუმრად იმყოფება ამერიკელ ხელოვანთა ჯგუფი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქართულ სიმღერებს შეისწავლის. მათი ხელმძღვანელი, კარლ ლინიქი, 1994 წლიდან უძღვება ამერიკულ ფოლკლორულ ტრიო „კავკასიას“. ჯგუფი ინგლისურ ენაზე იწერს ქართულ სიტყვებს და სწავლობს ქართულ სიმღერებს, მათი შესრულების მანერას სხვადასხვა სოფელში. უნდა აღინიშნოს, რომ კარლ ლინიქს ეკუთვნის ნიკოლოზ შენგელაიას ფილმისთვის -„ელისო“ (1928) – შექმნილი საუნდთრექი. იგი არის საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი ქართული ფოლკლორის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები