სპექტაკლ „ჩარეცხილების“ პრემიერა გაიმართა

12 ივლისს ფოთის თეატრში სლავომირ მროჟეკის „ემიგრანტების“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის „ჩარეცხილების“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი პოლონელმა რეჟისორმა დარიუშ ეჟერსკიმ დადგა და მსახიობები რამაზ იოსელიანი და გიორგი სურმავა მონაწილეობენ. სპექტაკლის სცენოგრაფი თამარ ოხიკიანია. სპექტაკლი ინტელიგენტ და გლეხ ემიგრანტზეა, რომლებსაც თავინთი ცხოვრება აქვთ, მიზანი კი ერთი, სამშობლოში დაბრუნება.
პოლონელი რეჟისორისთვის ეს რიგით მეორე პროექტია ფოთის სცენაზე. გასულ სეზონზე მან ვესლავ მისლევსკის „ჩემს ბაღში ომია“ დადგა. საპრემიერო ჩვენებები 13 და 14 ივლისს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები