ალექსანდრე ალექსიძე-სონღულაშვილის დაბადებიდან 140 და გარდაცვალებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა-წარდგინება გაიმართება
15 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში პირველი ქართველი პროფესიონალი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, პირველი ქართული საცეკვაო სტუდიის დამაარსებლის ალექსანდრე გიორგის ძე ალექსიძე-სონღულაშვილის დაბადებიდან 140 და გარდაცვალებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა-წარდგინება გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ალექსანდრე ალექსიძე-სონღულაშვილის ბიოგრაფიული დეტალების, შემოქმედებითი ღვაწლის ამსახველი ფოტოები.