ემიგრანტი პოეტის წიგნის -„ჩახედეთ ემიგრანტს თვალებში“ წარდგინება გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, ემიგრანტი პოეტის მარინა ყიფიანი-მაისურაძის მესამე წიგნის -„ჩახედეთ ემიგრანტს თვალებში“ წარდგინება გაიმართება. ღონიძიების ორგანიზატორია ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემია. წიგნის რედაქტორია თამარ სეფაშვილი. ღონისძიებას დაესწრებიან მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები