გლდანში მაღაზია გაქურდეს – წაღებულია სიგარეტები
გლდანში მე-7 მიკრორაიონის მე-19 კორპუსთან მდებარე სურსათის მაღაზიაში ქურდობის ფაქტი მოხდა. როგორც აცხადებენ, ქურდები სურსათის მაღაზიაში სარკმლიდან შევიდნენ. მათ მაღაზიიდან სიგარეტების გატანა შეძლეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.