გორის დრამატულ თეატრში სპექტაკლის – „სამეფოო ძველთა-ძველო“ პრემიერა გაიმართება
10, 11 და 12 ივლისს, 20:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში სპექტაკლის „სამეფოო ძველთა-ძველო“ პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი აკაკი წერეთელის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დაიდგა.
თეატრალიზებული, ლექსით მოთხრობილი ამბავი „სამეფოო ძველთა-ძველო“, რეჟისორმა ნუგზარ ლორთიფანიძემ, აკაკი წერეთლის ლექსების მიხედვით დადგა და სრულიად განსხვავებული დრამატურგიული ნამუშევარი შექმნა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ლევან ოზგებაშვილი, გვანცა კანდელაკი, შოთა ხანჯალიაშვილი, იოსებ მგალობლიშვილი, მზიკა ტურაშვილი, ნათია ოთინაშვილი, ზურაბ პავლიაშვილი, კობა კოპაძე, მერაბ ჭანკოტაძე, ლევან ჯამბრიშვილი, მარიამ თევდორაშვილი, კახა ბერიძე, ლიკა კევლიშვილი, კონსტანტინე კახიშვილი, თამარ აზნარაშვილი, გიორგი გოგუაძე, მარი არღუთაშვილი, ანა ჩოგოვაძე, ზაზა თედელური, გიორგი ჩოჩნიძე, ზაზა ცარულაშვილი, დალი ნათელაშვილი, ზვიად მაღალაშვილი, ნოდარ ქებაძე, დავით შოთაშვილი და დავით პავლიაშვილი.