ბელგიელი ქალის სათამაშო პანდების კოლექცია

  ბელგიელი ქალი სელინ კორნეტი ყურადღების ცენტრში საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ 11 მარტის დღის ფოტოს რუბრიკიდან მოექცა. მისი სათამაშო პანდების კოლექცია 2 200 პანდას ითვლის. სელინმა და მისმა მეუღლემ ანდრემ კოლექციის შეგროვება 1978 წლიდან დაიწყეს, როდესაც ანდრემ საყვარელ მეუღლეს პირველი სათამაშო პანდა აჩუქა. პანდა მან იტალიაში სატვირთო მანქანის მძღოლად მოგზაურობისას სუვენირის სახით შეიძინა. სელინი ამბობს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ კოლექცია ავადმყოფ ბავშვებს გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები