AKHUNDOV HOUSE-ში „მზის შვილების“ მიერ განხორციელებული პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება

კულტურული ცენტრის AKHUNDOV HOUSE-ის საგამოფენო დარბაზი პოლონურ – ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „მზის შვილების“ მიერ განხორციელებული პროექტის – „ჩვენ და ჩვენი თვალით დანახული სამყაროს“ დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანი შშმ პირების, კერძოდ, დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი ფსიქორეაბილიტაცია, საზოგადოების ცნობიერებისა და ინფორმირების ამაღლება, ლოიალური და ჯანსაღი ურთიერთობის დამკვიდრება, ამ ბავშვების თვისებებისა და უნარების წარმოჩენაა. გარდა ამისა, კონკრეტული საკითხების განსახორციელებლად „მზის შვილების“ მიზანია, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორების დახმარებით, შეიქმნას სარეაბილიტაციო სამკურნალო ცენტრი – „მზის სივრცე“. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა, აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების მოკლე ვიდეოკოლაჟი.
ღონისძიების „ჩვენ და ჩვენი თვალით დანახული სამყარო“ სტუმრები არიან სამთავრობო, არასამთავრობო, ბიზნესის, კერძო სექტორისა და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები. ღონისძიების საპატიო სტუმარია საქართველოს პირველი ლედი – მაკა ჩიჩუა.
ცნობისთვის: პროექტი „ჩვენი თვალით დანახული სამყარო“ AKHUNDOV HOUSE-ის საგამოფენო დარბაზში 10 ივლისს, 19:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები