„პიესა რუსთაველის თეატრისათვის“ – გამარჯვებულები დაასახელეს

დღეს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდმა რუსთაველის თეატრის ვიპ-დარბაზში მოაწყო პროექტის პირველი ნაწილის – დრამატურგიული კონკურსის – ფინალი.
კონკურსში 13 ავტორი მონაწილეობდა და 17 პიესა იყო წარმოდგენილი. კონკურსის მხარდამჭერის, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის 1000- ლარიანი პრემიები გადაეცათ გამარჯვებულ ავტორებს: ალექსანდრე ლორთქიფანიძეს, ლილე შენგელიას, ნანუკა სეფაშვილს.
პიესების ავტორები გაივლიან მასტერკლასებს რობერტ სტურუასთან და მათზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. საუკეთესო პიესა /ან პიესები/დაიდგმება რუსთაველის თეატრის სცენაზე. რობერტ სტურუას გადაწყვეტილებით, ვორკშოპში მონაწილეობას ხუთი ავტორი მიიღებს: ალექსანდრე ლორთქიფანიძე, დავით ხორბალაძე, ნანუკა სეფაშვილი, ლილე შენგელია, მარიამ მამალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები