საქართველომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო

 

“გლობალ ალიანსი” ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმების წარმატებით განხორციელებაში დაეხმარება. ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის ხელშეწყობით საქართველომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კონფერენცია გაიმართა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, პროექტი იმ ადამიანების გადაუდებელ მკურნალობას ითვალისწინებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობას რამდენიმე თვეშიც კი საფრთხე დაემუქრებოდა.

„კონფერენცია მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, მთავარი მაინც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის დასაწყისის მიმდინარეობა და გარკვეული შეფასებაა. პროექტი იმ ადამიანების გადაუდებელი მკურნალობას ითვალისწინებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობას რამდენიმე თვეშიც კი საფრთხე დაემუქრებოდა. რეგისტრირებულია 6000-მდე პაციენტი, ამ წუთისათვის მკურნალობას გადის 1700 პაციენტი, უახლოეს დღეებში ჩაერთვება კიდევ რამდენიმე ასეული“,- აღნიშნა მინისტრმა.

პროგრამის პირველი ფაზა იმ 5000 პაციენტის მკურნალობას მოიცავს, რომელთა ღვიძლის მდგომარეობაც კრიტიკულია. ასევე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და მუშაობა დაავადების ელიმინაციის გრძელვადიან პროგრამაზე.

როგორც საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსის“(GAHSC) პრეზიდენტმა, დოქტორმა ჟან-ელი მალკინმა განაცხადა, „გლობალ ალიანსი“ დიდი ხანია საქართველოსთან თანამშრომლობს, მორიგი პროექტი კი პირველადი ჯანდაცვის სიტემა იქნება.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრა შეეხო c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, ეს გამოიკვეთა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიერ, რადგან ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია საქართველოში. რაც შეგვეხება ჩვენ – „გლობალ ალიანსს“, დიდი ხანია ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, მორიგი პროექტი კი პირველადი ჯანდაცვის სისტემა იქნება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოკვეთილი იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელების პრიორიტეტი. რადგან ქვეყანაში C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობა ძალიან მაღალია. „გლობალ ალიანსი“ ამ პროექტში დაწყების დღიდან არის ჩართული და ვეხმარებით სამინისტროს რეფორმების წარმატებით განხორციელებაში,”- აღნიშნა ჟან-ელი მალკინმა.

კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო „ალიანსის“ მოწვეული ექსპერტების, პროფესორების: სტანისლავ პოლისა და იაზდან იაზდანპანას პრეზენტაციები თემებზე: „C ჰეპატიტის აღმოფხვრისაკენ – სტრატეგიების ოპტიმიზაცია“ და „აივ-ის და C ჰეპატიტის ეპიდემიებზე ინტეგრირებული ინტერვენციების ხარჯთეფექტურობის კვლევა: საქართველოს მაგალითი“.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ეფექტური წამალი, რომლითაც ბევრი პაციენტი განიკურნება, ეს კეთდება იმისთვის, რომ დაავადება საერთოდ აღმოიფხვრას, თავდაპირველად უნდა მოხდეს წამლის დატესტვა, ეს კვლევა სწორედ ამას ემსახურება”,- აღნიშნა პროფესორმა იაზდან იაზდანპანაჰიმმა.

NCDC-ის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებთა კონტროლის ცენტრი ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად აწარმოებს საველე სამუშაოებს C პეპატიტის ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საველე სამუშაოების დამთავრდება აგვისტოს შუა რიცხვებისთვის იგეგმება. პარალელურად კი ლუგარის ცენტრსა და ქუთაისის ზონალურ დიაგნოსტიკულ ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს.

„მსოფლიოს მასშტაბით საქართველო ერთ-ერთ სამოდელო ქვეყანად იქცა C პეპატიტის ელიმინაციის გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ სტუმრად არიან ამ დარგის ლიდერი კლინიცისტები. დაავადებთა კონტროლის ცენტრი ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად აწარმოებს საველე სამუშაოებს C პეპატიტის ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევასთან დაკავშირებით. ეს არის დიდი კვლევა, რომელიც 7000 ადამიანზე შერჩევითი შემთხვევის პრინციპით ტარდება ქვეყანაში. საველე სამუშაოები მაისში დაიწყო და დღეს უკვე დამთავრებულია ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც არის თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი. დანარჩენ რეგიონებში 9 ივლისიდან იწყება. საველე სამუშაოების დამთავრებას სადღაც აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ვგეგმავთ… პარალელურად ლუგარის ცენტრსა და ქუთაისის ზონალურ დიაგნოსტიკულ ლაბრატორიული კვლევები მიმდინარეობს. დღეისთვის ანტისხეულებზე უკვე გამოკვლეულია 3200 ადამიანი. აგრეთვე – პისიარით და გენოტიპით დაახლოებით 150-მდე ნიმუში. ჯერჯერობით ჩვენ არ ვასაჯაროებთ ციფრებს, რადგან ის შემდეგ პროცესში ისევ შეიცვლება და, დარწმუნებული ვარ, საინტერესო მონაცემებს მივიღებთ, რომელიც იქნება ბაზისური მონაცემების შემდგომი, ხანგრძლივვადიანი ელიმინაციის პროექტისთვის. ამავე დროს, პარალელურად მიმდინარეობს დიდი ელიმინაციის გეგმის დაწერა. 28 ივლისს არის მსოფლიო ჰეპატიტის დღე. სწორედ იმ დღეს ელიმინაციის პირველ დრაფტს განვიხილავთ,“ – განაცხადა NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის სისტემაში C ჰეპატიტის ელიმინაციის გარდა, შემდეგი პრიორიტეტი, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ამოქმედება და ხარისხის გაუმჯობესება იქნება.

„გლობალ ალიანსი“ ამ რეფორმის განხორციელებაში სრულად გაუწევს დახმარებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს“,- განაცხადა მალკინმა ჟურნალისტებთან საუბრისას. „კონფერენციაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის რეფორმის აუცილებლობის მნიშვნელობა მთლიანად ჯანდაცვის სისტემისთვის და ასევე თვითონ სისტემაში მიმდინარე რეფორმის შეფასებები“, – განაცხადა ჯანდაცვის მინსიტრმა დავით სერგეენკომ.

საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გამხორციელებაში, მხარდაჭერას საკონსულტაციო ჯგუფი “გლობალ ალიანსი” (GAHSC) გაუწევს, – ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა ჟან-ელი მალკინმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით თბილისში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები