გიორგი ქადაგიძე: ევროზონაში მიმდინარე პროცესებს გავლენა ექნება საქართველოზეც
საბერძნეთის მოვლენებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საბერძნეთის მოვლენები მტკივნეული განსაკუთრებით სოციალური თვალსაზრისითაა.
“საბერძნეთთან დაკავშირებით ერთი რამ შემიძლია ნამდვილად ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, შეიძლება პირობითად 100 მილიონი დოლარის დანაკლისი გადმორიცხვების თვალსაზრისით ჯამურად მაკროეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი თანხა არ იყოს ქართული ეკონომიკისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პრობლემას სოციალური გაცილებით დიდი დატვირთვა აქვს. ვინაიდან უამრავი ჩვენი მოქალაქე მუშაობს იქ, რაც ნიშნავს, რომ ათასობით ოჯახის მთავარი შემოსავალი საბერძნეთიდან გზავნილებია. ამიტომ, ეს საკითხი ჩვენთვის განსაკუთრებით პირველ ეტაპზე გაცილებით უფრო მტკივნეულია სოციალური თვალსაზრისით, ვიდრე ფინანსური ნაკადების შემცირების თვალსაზრისით. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს. საბერძნეთიდან გზავნილების შემცირება თავისთავად ცხადია, ჩვენს პროგნოზებში გათვალისწინებული იყო, თუმცა იმედია, რომ პესიმისტური ვარაუდები არ გამართლდება ევროზონაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომლებსაც, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება როგორც საქართველოზე, ასევე მთლიანად რეგიონზე”, – განაცხადა ქადაგიძემ.