„დაზარალებული მოქალაქეების განაცხადებების შემოტანა უკვე დაწყებულია“

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების განაცხადებების მერიაში შეტანის პროცესი დაწყებულია.

მისივე თქმით, განაცხადების შეტანასთან დაკავშირებით, მერიამ გუშინ განცხადება გაავრცელა.

„მეორე მხრივ, შესაბამისი თანხები აკუმულირებულია და მათი გადმოტანა ერთიან ანგარიშზე მოხდება, საიდანაც ეს თანხები გამჭირვალედ დაიხარჯება. ეს პროცესი უკვე გუშინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს შესაბამისი აქტი გამოქვეყნდა“, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები